суббота, 15 мая 2010 г.

პროექტი

,,დაე, იშრიალონ კაკლის ხეივნებმა"
აღნიშნული ღონისძიება აქტუალურია იმით,რომ ითვალისწინებს მოსწავლეთა ჩაბმას და წვლილის შეტანას კაცობრიობის წინაშე მდგარი გლობალური ეკოლოგიური პრობლემისგადაწყვეტაში.
პროექტში ჩაერთვება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები.
მიზნობრივად გადანაწილდება მათზე შესაბამისი ღონისძიებები.
ჯგუფი პირველი: 8–9 წელი.
ჯგუფი მეორე: 12–13 წელი.
ჯგუფი მესამე: 16–17 წელი.
დირექცია
შესრულების ვადა: 7–10 დღე.
ღონისძიებები:1. პირველი ჯგუფი –მოიძიებს და მოიტანს კაკლის ნერგებს
საჭირო დროს და ადგილას.
2. მეორე ჯგუფი –მოიძიებს ინფორმაციას :
როდის არის ხელსაყრელი ნერგის გადარგვა?
როგორი ნიადაგია უმჯობესი კაკლის ხისათვის?
რა სიღრმის ორმოებია საჭირო რათა კარგად
დაფესვიანდეს კაკალი?
3. მესამე ჯგუფი–მოიძიებს ინტერნეტში მასალას:
რა ეკოლოგიური პრობლემის წინაშეა კაცობრიობა?
რა ეკოლოგიური პრობლემის წინაშეა საქართველო?
რა როლს ასრულებენ მცენარეები ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაში?
4. დირექციამ გამოყოს ნაკვეთი განაშენიანებისათვის.
5.პრეზენტაცია–დანიშნულ დღეს ჯგუფები უზიარებენ
ერთმანეთს მოძიებულ ინფორმაციას და შემდეგ ხდება
ერთობლივი ძალებით ნერგების დარგვა.
მიზნები:ბუნებაზე ზრუნვა და გაფრთხილება
გარემოს ბანაშენიანება
თანამშრომლობის და თანადგომის უნარის გამომუშავება.
შედეგები:განაშენიანებული გარემო.
სუფთა და ჯანსაღი ბუნება.
ჯანსაღი მომავალი თაობა.
უგემრიელესი და სასარგებლო ნაყოფი ,,ნიგოზი".

Комментариев нет:

Отправить комментарий